ლექსიკონით სარგებლობის წესი
 
 
ენობრივ შეცდომათა ლექსიკონს აქვს ძებნის ორგვარი ფორმა: ანბანური და სიტყვების მიხედვით. ორივე შემთხვევაში საშუალება გვაქვს ავირჩიოთ შეცდომის ტიპი (მორფოლოგიური, სინტაქსური, სტილისტიკური, ორთოგრაფიული, პუნქტუაციური). ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც ერთი, ისე ყველა ტიპის მიხედვით.

 

 

ანბანური ძებნისას ანბანთრიგზე უნდა ავირჩიოთ ესა თუ ის ასო ან სასვენი ნიშანი, რომლებიც მოცემულია უჯრედებში.   

 

 

 არჩეულ უჯრედზე ხელის დაჭერის შემდეგ მივიღებთ სალექსიკონო ერთეულთა ჩამონათვალს ორ სვეტად: შეცდომაა და სწორია. თითოეულ სტრიქონში პარალელურად არის ჩაწერილი სალექსიკონო ერთეულები: ამა თუ იმ ფორმის მცდარი და სწორი ვარიანტები, რომლებიც გარჩეულია ფერებით: წითელი — მცდარი ვარიანტი და მწვანე — სწორი ვარიანტი.
 მაგალითად: ასო -ს არჩევის შემთხვევაში გამოვა შემდეგი ფანჯარა:
 

 

თუ ფორმათა რაოდენობა დიდია, მაშინ ისინი ორ ან მეტ გვერდზე იქნება განთავსებული და შეგვიძლია ლექსიკონი გადავფურცლოთ ღილაკით წინ>>.
ნებისმიერ სალექსიკონო ერთეულზე ხელის დაჭერით შესაძლებელია შესვლა მაგალითების ფანჯარაში, რომელშიც მოცემულია დასახელებული შეცდომების შემცველი წინადადებები. ისინიც წარმოდგენილია ორ სვეტად: შეცდომაა და სწორია. მცდარი და მართებული ფორმები აქაც გამოყოფილია იმავე (წითელი და მწვანე) ფერებით.
მაგალითად, თუ ავირჩევთ სალექსიკონო ერთეულს: გაანთავისუფლა - გაათავისუფლა, მასზე ხელის დაჭერით შევდივართ მაგალითების ფანჯარაში:
 

 

მაგალითებს ბოლოში ერთვის კომენტარები, რომლებშიც ახსნილია, თუ რატომ არის ეს ფორმები მცდარი.
 

       

         კომენტარის ბოლოს არის აღნიშვნა: მსგავსი შეცდომების ნახვა. ამ ღილაკზე ხელის დაჭერით მივიღებთ იმ სალექსიკონო ერთეულთა ჩამონათვალს, რომლებიც შეესაბამება მოცემულ კომენტარს.

 

 

            სიტყვებით ძიებისას შეგვიძლია ძებნის ფანჯარაში ავკრიფოთ ჩვენთვის საინტერესო სიტყვა და მივიღოთ ინფორმაცია მისი მორფოლოგიური ან ორთოგრაფიული მართებულობის შესახებ.
 
 
შეცდომის ტიპი 

 ქართული
 
 
             სახელები შეიძლება ავკრიფოთ სახელობითი ბრუნვის ფორმით (გულგატეხილი, ვებსაიტი...), ზმნები — როგორც საწყისის (აღზრდა, დასხმა...), ისე პირიანი (აღვზრდი, ასხამს...) ფორმით. შესაძლებელია ავკრიფოთ როგორც სწორი (ჰქონდა, მისწერა...), ისე მცდარი (ქონდა, მიწერა...) ფორმა. ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის სალექსიკონო ერთეულს. სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომების მოძიება სიტყვათა მიხედვით რთულია, ამიტომ მათი ნახვა უმჯობესია პირდაპირ შეცდომის ტიპის არჩევით.
    სიტყვების მიხედვით ძებნისას მცდარი და სწორი ფორმები წარმოდგენილი იქნება იმავე პრინციპით, რომელიც გამოყენებულია ანბანური ძებნის დროს, კერძოდ, აქაც ვიღებთ სალექსიკონო ერთეულთა ჩამონათვალს, ამ ერთეულებიდან კი შევდივართ შიგა ფანჯარაში, რომელშიც წარმოდგენილია შესაბამისი მაგალითები და კომენტარები.

 

 

 

 



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი


Cyberia © 2008